пятница, 7 декабря 2012 г.


ატომური ელექტროსადგური
პროექტის სახელწოდება: ბირთვული ენერგიის მიღება და გამოყენება;
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები კარგად შეისწავლიან ბირთვული ენერგიის მიღებისა და გამოყენების სფეროებს.
პროექტის აქტუალობა:ამ თემის ღრმა შესწავლით მოსწავლეები უკეთ გააცნობიერებენთუ რა შეიძლება მოჰყვეს ბირთვული ენერგიის გამოყენებისას უსფრთხოების წესების დარღვევას.
პროექტის მიზნები: კლევის, კომუნიკაციისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება; მოსწავლეები თვითონ გამოიკვლევენ ბირთვული ენერგიის მიღების ფიზიკურ მახასიათებლებს, გააცნობიერებენ მისი გამოყენება არ გამოყენების პრობლემატიკურ საკითხებს;
მონაწილეთა ასაკი: 17 წ.
ვადები/ხანგრძლივობა:3თვე;
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:შეიქმნება სხვადასხვა პრეზენტაციის ფაილები; შეიქმნება ანგარიში;შეიქმნება ბლოგი, რომელზეც განთავსდება შექმნილი ელექტრონული მასალები;
პროექტისთვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ბიბლიოთეკა, ფიზიკის ლაბორატორია.
პროექტის მსვლელობა: საპროექტო თემის შერჩევის შემდეგ შეიქმნება პროექტის გეგმა და მისი განხორციელების ეტაპები. მოსწავლებს დაევალებათ მოიკვლიონ,  მოიძიონ და ელექტრონულად აკრიფონ: ბირთვული კვლევების, რადიოაქტივობის, რადიოაქტიური გამოსხივების, ატომის აგებულებისა და რეზერფორდის ცდების, ბირთვული რეაქციების, პროტონისა და ნეიტრონის აღმოჩენის, თერმობირთვული რეაქციების, ბირთვული რეაქტორის პრეზენტაციის ფაილები.მოხდება საერთო დასკვნების გამოტანა და ბირთვული ენერგიის გამოყენება არ გამოყენების შესახებ დამოკიდებულებების ჩამოყალიბება; მოსწავლეები იმუშავებენ კონკრეტული ფაქტების განხილვით, სადაც გამოყენებულია ბირთვული ენერგია და სადაც მოხდა რეაქტორის გაჟონვა. შეიქმნება პროექტის ანგარიში და მოხდება პროექტის პრეზენტაცია სკოლის საზოგადოების წინაშე. პროექტის დასასრულს მოსწავლეები შეავსებენ თვითშეფასებისა და პროექტის შეფასების ბარათებს.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტ, ფიზიკა;
პროექტის ხელმძღვანელი:ნუნუ ქიქავა;
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:chaisubnis .skola@gmail.com;
პროექტის ბლოგი:http://chaisubnisskola.blogspot.com/




გაკვეთილის გეგმა